გენერალური შტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა გარკვეულ რაიონებში, გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე

უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევებზე გადავიდნენ გარკვეული მიმართულებით. ასევე, უკრაინულმა ავიაციამ შეუტია რუსი დამპყრობლების სამხედრო ტექნიკას და ცოცხალ ძალას, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს.

მათივე ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს. გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი ცდილობს მთლიანად გაანადგუროს უკრაინის ქალაქების ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი უბნები.

„თავდაცვის ძალების დაჯგუფება აგრძელებს თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. ყველა მათგანში უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ მტერს, ზოგიერთი მიმართულებით ჩვენი ჯარები ახორციელებენ წარმატებულ კონტრშეტევებს“, - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს