ირაკლი კოვზანაძემ საბანკო ფორუმზე, საბანკო სექტორის გამოწვევებზე ისაუბრა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გამოცემა THE FINANCIAL-ის ორგანიზებულ ყოველწლიურ საბანკო ფორუმზე - "საბანკო სექტორის მომავალი" (The Future of Banking) მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის ძირითადი განხილვის თემა საბანკო მომსახურების მომავალი, საბანკო სფეროს გამოწვევები, შესაძლებლობები და ციფრული ტექნოლოგიები იყო.

ირაკლი კოვზანაძემ იმ რეალობაზე ისაუბრა, რაც დღეს საბანკო სექტორში არსებობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფინანსო სექტორი მდგრადია და გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს.

„საბანკო სექტორი კარგად კაპიტალიზირებულია, აქტივები მშპ-ს აღემატება (თითქმის 62 მილიარდი ლარი), სისტემას კაპიტალის საკმარისი ბუფერები და მაღალი ლიკვიდობა გააჩნია. პარლამენტში მთელი რიგი ინიციატივების განხილვაა დაგეგმილი, რომელიც საბანკო-საფინანსო სფეროს სტაბილურობის და მდგრადობის კიდევ უფრო გაზრდას ხელს შეუწყობს“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა