ბიძინა კულუმბეგოვი - რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მე-3 დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა - როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის

რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობრიობა შორს არის,- ამის შესახებ ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, არსებული ეპიდვითარების ფონზე დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს.

„ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. დამშვიდების შესაძლებლობა არ გვაქვს. რეკომენდაციები უნდა შევასრულოთ. განსაკუთრებით რისკის ჯგუფებს მოვუწოდებთ ვაქცინაციისკენ, კერძოდ, მესამე დოზისკენ. ჩინურმა კვლევებმა აჩვენა, რომ 3 დოზის შემთხვევაში ექვივალენტური მნიშვნელობა აქვს სიკვდილისგან და მძიმე დაავადების დაცვის მხრივ "სინოფარმის", "სინოვაკის" და "ფაიზერის" ვაქცინას. რაც შეიძლება სწრაფად დავიმატოთ მესამე დოზა, განსაკუთრებით 50 წელს ზემოთ გადაცილებულმა პირებმა. როგორც ჯანმოს მესვეურები ამბობენ, პანდემიის ტოტალური დასრულებისკენ კაცობირობა შორს არის. ეს წელი იქნება მონიტორინგი თუ როგორ განვითარდება მოვლენები, როგორ გადაითარგმნება ამა თუ იმ ვარიანტის გავრცელების მასშტაბები, თუნდაც საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჯერ სტაბილურობა გვაქვს, მოსახლეობაც დაღლილია. რეალურად არსებულ რეკომენდაციას გარეთ პირბადის ტარებასთან დაკავშირებით 80-90 პროცენტი არ ასრულებდა. სასურველია ტრანსპორტში და დახურულ სივრცეში პირბადის ტარების რეკომენდაცია პირნათლად შევასრულოთ",- აღნიშნავს კულუმბეგოვი.

ამასთან, მან იმ სცენარებზე ისაუბრა, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს. როგორც კულუმბეგოვი აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს შემთხვევების მატება, შეზღუდვების ტოტალური მოხსნა, ასევე იმუნიტეტის შესუსტება.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა