კახა კალაძე - თბილისის საჯარო ბაღებში უკრაინელი ბავშვების მიღება მიმდინარეობს

დედაქალაქის საჯარო ბაღებში საქართველოში მყოფი უკრაინელი ბავშვების მიღება დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ N69 საბავშვო ბაღში მომხდარი ისტორიის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსულმა აგრესიამ ძველი მეზობლები ერთმანეთს კვლავ შეახვედრა.

„ომი არის დიდი უბედურება. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს და ვიცით რას ნიშნავს. მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. როგორც იცით, თბილისის მუნიციპალურ ბაღებში დავიწყეთ უკრაინელი პატარების მიღება, სადაც მათ ექნებათ უფასო მომსახურება. ასე აღმოჩნდა თბილისის 69-ე ბაღში უკრაინის მოქალაქე ტამარა კოზერენკოს გოგონა, რომლის პედაგოგიც არის ქალბატონი ხათუნა ბერიძე. ამ ამბავში უცნაური არაფერია, გარდა ერთი რამისა - ორივე ქალბატონი ოდესღაც აფხაზეთში ცხოვრობდა, ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ომმა და წლებმა მეზობლები ერთმანეთს დააშორა, თუმცა, დღეს რუსულმა აგრესიამ ისინი ისევ შეახვედრა ერთმანეთს. მჯერა, ომი მალე დასრულდება და ადამიანები შეძლებენ საკუთარ სახლებს მშვიდობიანად დაუბრუნდნენ. მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ბელიაშვილის ქუჩა N5-ში მდებარე ლოგისტიკურ ცენტრში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ტვირთების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მან რიგით მოქალაქეებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პროცესში ჩართულობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„იცით, რომ დავიწყეთ ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი მორიგი ტვირთის გაგზავნა უკრაინაში. ბელიაშვილის N5-ში გვაქვს ლოგისტიკური ცენტრი, სადაც ამ ტვირთების შეგროვება ხდება. მასში ჩართულები არიან რიგითი ადამიანები, ბიზნესსექტორი. მინდა, მათ გულწრფელი მადლობა გადავუხადო. არიან ადამიანები, ვინც საკუთარ თავს, ოჯახს აკლებენ და გარკვეული პროდუქტი, ტანსაცმელი ამ საწყობში მოაქვთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა