ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერს მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრს პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის მხარდაჭრისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკიმ „ტვიტერის“ გვერდზე განაცხადა და განმარტა, რომ აღსანიშნავია ჩეხეთის მთავრობის მეთაურის დახმარება როგორც ჰუმანიტარული, ასევე თავდაცვითი მიმართულებით.

„მადლობას ვუხდი ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას უკრაინელი ხალხის დახმარებისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. აღსანიშნავია და მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და უსაფრთხოების მიმართულებით გაწეული დახმარება. ასევე აღსანიშნავია გამორჩეული ყურადღება უკრაინელების მიმართ, რომლებმაც დროებითი თავშესაფარი ჩეხეთის რესპუბლიკაში იპოვეს. მივესალმებით ამას!“, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა