დიმიტრი პესკოვი - რომან აბრამოვიჩი რუსეთის დელეგაციის ოფიციალური წევრი არ არის, ის ჩვენი მხრიდან დღეს სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება

ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის დასწრება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებზე ორივე მხარის მიერ არის შეთანმებული,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მან ამასთანავე, განმარტა, რომ აბრამოვიჩი რუსული დელეგაციის წევრი არ არის.

„რომან აბრამოვიჩი ჩართლია გარკვეული კონტაქტების უზრუნველყოფაში რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის და ის არ არის დელეგაციის ოფიციალური წევრი. ის ჩვენი მხრიდან დღეს სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებებს ესწრება“,- განმარტა პესკოვმა.

ამასთანავე, ცნობილია, რომ კრემლში ბიზნესმენ აბრამოვიჩის მოწამვლის სავარაუდო ფაქტი უარყვეს და განაცხადეს, რომ ამას არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან.

კრემლში განმარტავენ, რომ ეს საინფორმაციო ომის ნაწილია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო