საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დახმარება უკრაინაში მყოფ საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს გაეწია, მათ შორის, გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში 100 ადამიანი გამოემგზავრა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას განაგრძობს, მათი ევაკუაციის, სამშობლოში გამომგზავრების და მათთვის პირველადი საჭიროებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დახმარება საქართველოს 3000-მდე მოქალაქეს გაეწია, როგორც პირველადი მოხმარების ნივთებით, ასევე სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტირებით და დროებითი საცხოვრებლით, მათ შორის, გასული კვირის განმავლობაში სამშობლოში ორგანიზებულად საქართველოს 100 მოქალაქე გამოემგზავრა.

„ლვოვი-ვარშავის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის სპეციალური რეისები სისტემატურად ხორციელდება. ასევე, ოდესიდან უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში მათი ორგანიზებული გადაყვანა ხდება. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, როგორც უკრაინაში, ასევე მოსაზღვრე ქვეყნებში (პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი, უნგრეთი) მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, ისინი საქართველოს მოქალაქეების და მათი ოჯახის წვერების სამშობლოში გამომგზავრებას და ასევე პირველადი საჭიროების დახმარების გაწევას უზრუნველყოფენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა