„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ – 100-ზე მეტი აჭარული კერძის კულინარიული გზამკვლევი მზადაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მომზადდა კულინარიული გზამკვლევი „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, სადაც 110-მდე კერძია შეტანილი.

მათივე ცნობით, წიგნი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

„კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ კერძებს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილია მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა მსურველებს სააგენტოს ტურისტულ პორტალზე https://visitajara.com/ka/maps-brochures შეუძლიათ. კულინარიული გზამკვლევის ბეჭდური ვერსია გიდებს, კვების ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემათ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ – 100-ზე მეტი აჭარული კერძის კულინარიული გზამკვლევი მზადაა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, მომზადდა კულინარიული გზამკვლევი „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“, სადაც 110-მდე კერძია შეტანილი.

მათივე ცნობით, წიგნი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძების, დესერტებისა და წასახემსებლების რეცეპტები, ფოტოები და კერძთან დაკავშირებული ტრადიციებია განთავსებული.

„კულინარიული ექსპედიციისას ჩატარებულმა კვლევამ ისეთი კერძებისა და დესერტების გაცოცხლებას შეუწყო ხელი, რომლებსაც ადგილობრივებიც აღარ იცნობენ და იყენებენ კვებისას. სირვალი, მოთრიელა, ჭინჭრიბუხი, ფესტილშორვა, ქათმის ფიფინა, ყაფლამა იმ კერძებს შორისაა, რომელთა რეცეპტებსაც დაინტერესებული პირები კულინარიულ გზამკვლევში ნახავენ.

ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდა. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. გზამკვლევში წარმოდგენილია მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარი და ჭურჭელიც შეისწავლეს.

კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ აჭარის მრავალფეროვანი კერძების პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი მათ მენიუებში შეტანას შეუწყობს ხელს. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა მსურველებს სააგენტოს ტურისტულ პორტალზე https://visitajara.com/ka/maps-brochures შეუძლიათ. კულინარიული გზამკვლევის ბეჭდური ვერსია გიდებს, კვების ობიექტებსა და საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლებს საჩუქრად გადაეცემათ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია