უკრაინის დელეგაციის წევრი - უკრაინის მოთხოვნაა ნატოს მე-5 პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნა, ასეთ შემთხვევაში, უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის, უბლოკო და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება

შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებაზე შესაძლო დიპლომატიური ფორმატია ომის დასასრულებლად, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების დასრულებისას, უკრაინის დელეგაციის წევრმა იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ჩალიმ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებასთან მიმართებით საკვანძო მოთხოვნა უკრაინისთვის ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური უსაფრთხოების მკაფიო გარანტიის შექმნაა.

„თუ უკრაინა იქნება აგრესიის ობიექტი, ჩვენ გვაქვს უფლება სამი დღის განმავლობაში მოვითხოვოთ კონსულტაცია, თუ კონსულტაციები შედეგს ვერ მოიტანს, მაშინ გარანტორი ქვეყნები უნდა დაეხმარონ უკრაინას შეიარაღებით და ცის ჩაკეტვით“,- განაცხადა ალექსანდრ ჩალიმ.

დელეგაციის წევრის თქმით, თუ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღნიშნული ფორმულირებით შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი გახდება, მაშინ უკრაინა მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსზე, უბლოკო სტატუსსა და არაბირთვულ სტატუსზე თანახმა იქნება.

„ასეთი გარანტიებით, რომელიც ნატოს მეხუთე პუნქტის ანალოგიური იქნება, ჩვენ არ განვათავსებთ ჩვენს ტერიტორიაზე უცხოურ სამხედრო ბაზებს და არ შევალთ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებში. მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ არაფერი არ ეწინააღმდეგებოდეს უკრაინის შესვლას ევროკავშირში“,- განაცხადა ჩალიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს