რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - მოსკოვმა კიევს პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა

მოსკოვმა კიევს პრეზიდენტ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა შესთავაზა, რომელსაც თან უნდა ახლდეს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა,- ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ სტამბოლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი შეფასებით, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინული მხარის შემოთავაზებებთან დაკავშირებით ისინი ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიაწვდიან.

„მოსკოვი ვითარების დეესკალაციის მიზნით კიევის მისამართით ორ შემხვედრ ნაბიჯს დგამს. ჩვენ მივიღეთ წინადადება უკრაინის მხრიდანაც. მათი პოზიცია გასაგებად არის ფორმულირებული. ამ წინადადების განხილვა მოხდება უახლოეს პერიოდში. ამ წინადადებებს გავაცნობთ პრეზიდენტსაც და უკრაინულ მხარეს შესაბამის პასუხს დავუბრუნებთ“,- განაცხადა მედინსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა