დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები და ასევე თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი გარანტორი ქვეყნები გახდნენ

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარისა და უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელის დავით არახამიას განცხადებით, უკრაინას სურს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები და ასევე თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი გარანტორი ქვეყნები გახდნენ.

ამასთანავე, არახამიას განცხადებით, უკრაინა წინააღმდეგი არ არის, რომ სხვა ქვეყნები, ვისაც ამის სურვილი აქვთ, დამოუკიდებლად შეუერთდნენ ამ გარანტიებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ დაურეგულირებელი საკითხები გვაქვს ყირიმთან და აღმოსავლეთ უკრაინასთან დაკავშირებით, ამიტომ გარანტიები დროებით არ იმუშავებს ამ ტერიტორიებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მოგვცა წინასწარი თანხმობა, მაგრამ ჩვენ ველით ოფიციალურ განცხადებებს. ეს ის სისტემაა, რომელზეც გვსურს ავაშენოთ უკრაინის მომავალი უსაფრთხოების თვალსაზრისით“,- განაცხადა არახამიამ.

მისივე თქმით, დელეგაციებმა საკმარისი მასალა დააგროვეს, რათა პრეზიდენტების შეხვედრა შესაძლებელი გახდეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა