მიხაილო პოდოლიაკი - ყირიმის საკითხი შეთანხმების ცალკე პუნქტია, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დროს უკრაინის დელეგაციის წევრის და პრეზიდენტის ოფისის

ხელმძღვანელის მრჩეველის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, მხარეებმა გარკვეული შეთანხმების მიღწევა შეძლეს. ამის შესახებ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ პოდოლიაკმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდება შემდეგი პროცედურის მიხედვით: პირველი, ეს იქნება რეფერენდუმი, რომელშიც უკრაინის ყველა მოქალაქე გამოხატავს თავის პოზიციას ამ შეთანხმების შესახებ. ამის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების რატიფიცირება“, - განაცხადა მან.

პოდოლიაკის თქმით, ყირიმის საკითხი არის შეთანხმების ცალკე პუნქტი, რომელშიც უკრაინული მხარე რუსეთს სთავაზობს უკრაინისა და რუსეთის პოზიციის დაფიქსირებას და 15 წლის განმავლობაში ორმხრივი მოლაპარაკებების გამართვას ყირიმისა და სევასტოპოლის სტატუსზე.

ცალკე პუნქტად, უკრაინული მხარე რუსულ მხარეს სთავაზობს შემდეგს: უკრაინა და რუსეთი არ გამოიყენებენ სამხედრო და შეიარაღებულ ძალებს ყირიმის საკითხის მოსაგვარებლად ამ პერიოდის განმავლობაში.

ინფორმაციას სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა