მევლუთ ჩავუშოღლუ - უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს - მომდევნო დონეზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უფრო რთული საკითხების ჩამოყალიბება იგეგმება, შემდეგ დღის წესრიგშია პრეზიდენტების შეხვედრა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის პოზიციების დაახლოება შესამჩნევია. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს.

როგორც ჩავუშოღლუმ განაცხადა, უფრო რთული საკითხები უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება, შემდეგ კი დღის წესრიგში პრეზიდენტების ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდა. ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს".

ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი დღეს მიღწეულია. მომდევნო დონეზე ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ უფრო რთული საკითხების ჩამოყალიბება იგეგმება. შემდეგ დღის წესრიგში ორივე ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრაა. ჩვენს შეხვედრებზე განვიხილეთ ჰუმანიტარული დახმარება და ჰუმანიტარული დერეფნების გახსნა. ამ დროისთვის 16500-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა უკრაინიდან“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა