ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენ შევძლებთ ერთად ვიცხოვროთ ევროპულ ოჯახში - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულები, პრინციპულები ვიქნებით იმ დროს, როდესაც ომი მიმდინარეობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ენერგორესურსებიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალი არის ის, რაც რუსეთის ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს იყოს გაბედული და სხვა ხალხების მიმართ სიძულვილი წაახალისოს. ამის შესახებ მან დანიის მთავრობისა და პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპაში არ შეიძლება არსებობდეს რუსეთის ფილიალები, რომლებიც ყოფენ ევროკავშირს შიგნიდან, ვინც ცდილობს დაეხმაროს რუსეთს რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებაში ახლაც. ყველამ მშვენივრად იცის, ვინ ეწინააღმდეგება ევროკავშირში ადამიანურობასა და საღ აზრს. ეს უნდა შეწყდეს და ევროპამ უნდა შეწყვიტოს ოფიციალური ბუდაპეშტის ყოველგვარი გამართლების მოსმენა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მან მადლობა გადაუხადა დანიას და მის მოქალაქეებს პრინციპების დაცვისთვის და უკრაინისა და უკრაინელებისთვის დახმარებისთვის.

„მადლობელი ვარ თქვენი კომპანიების, რომლებმაც გადაწყვიტეს დატოვონ რუსული ბაზარი. Maersk, Jysk, Lego, Vestas, DSW, Arla Foods, Carlsberg და სხვა მრავალი კომპანია, სხვა, ვინც მიიღეს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მაგრამ გთხოვთ, არ გაჩერდეთ. ვიყოთ ევროპაში ლიდერები გადაწყვეტილებების პოპულარიზაციაში, რომლებიც ჩვენ ყველას ნამდვილად გვჭირდება.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთად - მხოლოდ ყველა ევროპელთან ერთად, პლანეტის ყველა პასუხისმგებელ სახელმწიფოსთან ერთად - ჩვენ შევძლებთ ამ კატასტროფის დაძლევას. ჩვენ შევძლებთ მშვიდობის დაბრუნებას. ჩვენ შევძლებთ ერთად ვიცხოვროთ ევროპულ ოჯახში. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მალე მოხდება, მაგრამ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად თანმიმდევრულები, პრინციპულები ვიქნებით, იმ დროს, როდესაც ომი მიმდინარეობს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება