ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება საკმარისი არ იქნება გაერთიანებული სამეფოს მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოსახსნელად

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება საკმარისი არ იქნება გაერთიანებული სამეფოს მიერ ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოსახსნელად. ინფორმაციას ამის შესახებ „დაუნინგ სტრიტი“ ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრის სპიკერმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან რუსული ჯარების სრული გაყვანა კარგი დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ პირველი ნაბიჯია ამისკენ.

„პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნის მიზეზი. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომებით, ასევე [უკრაინისთვის] სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილ იქნას რუსეთის კურსის სრული შეცვლა", - განაცხადა „დაუნინგ სტრიტის“ წარმომადგენელმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს