საწვავის ფასებთან დაკავშირებით აქციაზე დაკავებული - დახეული ბოტასებით დავდივარ, ფეხსაცმლის ფული არ მაქვს, 2000 ლარი ჩემთვის დიდი თანხაა, რომელსაც ვერ გადავიხდი

დახეული ბოტასებით დავდივარ, ფეხსაცმლის ფული არ მაქვს, 2000 ლარი ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა, რომელსაც ვერ გადავიხდი, - ამის შესახებ საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა გიორგი გოგოლაძემ განაცხადა.

როგორც გოგოლაძე განმარტავს, მას პოლიციელებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, მას მიაყენეს შეურაცხყოფა და ქურთუკი შემოახიეს.

"იმ ადგილას სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, მოძრაობას საერთოდ არ ვუშლიდი ხელს, ავარია მეგონა და გავჩერდი. პოლიციელმა ხელი მკრა, ბორდიურისკენ გადაიწიეო. ვუთხარი, ნუ მკრავ ხელს, გადავალ-მეთქი. კიდევ მეორედ მკრა ხელი და მაშინ ვუთხარი, რა არის, ჯანზე ხარ, მე შენზე ჯანზე ვარ, მაგრამ ხელებს არ ვიქნევ-მეთქი. ზუსტად ამ დროს, სხვა პოლიციელმა უთხრა იმ პოლიციელს, რამდენს ალაპარაკებო, ქურთუკი ჩამომახიეს და დამაკავეს.

მე პირადად, დახეული ბოტასებით დავდივარ, ფეხსაცმლის ფული არ მაქვს, 2000 ლარი ჩემთვის ძალიან დიდი თანხაა, რომელსაც ვერ გადავიხდი. არ ვმუშაობ, ახალი ნაოპერაციები ვარ ფილტვზე, საავადმყოფოდან 3 კვირის გამოწერილი ვარ, სხვათა შორის, ამაზეც დამცინეს სამმართველოში. ვუთხარი, ხელი არ დაერტყათ, რადგან ჭრილობა მქონდა და რა თავს გვაცოდებო. არავის ხელი არ დაუკარებია. სამედიცინო დახმარება დამჭირდა და აღმომიჩინეს, იზოლატორში კარგად მექცეოდნენ, - განაცხადა გოგოლაძემ.

სასამართლო პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში დაკავებულების მხარდასაჭერად მოქალაქეები მივიდნენ. მათი თქმით, სირცხვილია, ადამიანი სოციალურ პრობლემებს აპროტესტებდეს და ამის გამო, მას სასამართლო ჯარიმას უწერდეს.

ცნობისთვის, საწვავის ფასებთან დაკავშირებით თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან 3 პირი მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სამივე მათგანს ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს