ანონსი 30 მარტი

30 მარტს, 10:30 საათზე, ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა მთავრობის ადმინისტრაციასთან განცხადებას გააკეთებს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

თემა: „საწვავის გაზრდილ ფასი“.

მის: ინგოროყვას 7

საკონტაქტო: ლაშა ფარულავა - 577 148 118

30 მარტს, 11:00 საათზე, „ლელოს" საპარლამენტო გუნდი პარლამენტში ბრიფინგზე, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებს“ ორგანულ კანონში ცვლილებისთვის საკანონმდებლო ინიციატივას წარადგენს.

30 მარტს, 11:00 საათზე, „ღია საზოგადოების ფონდი“ და „საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების ცენტრი“, ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს საქართველოში შინმოვლის სახელმწიფო პროგრამის ხედვას გააცნობენ.

მის: სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“.

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

30 მარტს, 11:10 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის შეხვედრა გაიმართება ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ზბიგნევ რაუსთან.

მის: დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

30 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

30 მარტს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

30 მარტს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

30 მარტს, 19:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საქველმოქმედო საღამო „ვერთიანდებით უკრაინისთვის“. საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობას უკრაინის მოქალაქეები, ზაპაროჟიედან, ხარკოვიდან, დნეპრიდან და მარიპოლიდან მიიღებენ.

საკონტაქტო პირი: სოფო ხერხეულიძე 577119949

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა