ჩერნიგოვის მერი - დრო გვიჩვენებს, ნამდვილად აპირებს, თუ არა რუსეთი, კიევისა და ჩერნიგოვის გარშემო, საბრძოლო ოპერაციები შეზღუდოს

დრო გვიჩვენებს, ნამდვილად აპირებს, თუ არა რუსეთი, კიევისა და ჩრდილოეთ ქალაქ ჩერნიგოვის გარშემო, საბრძოლო ოპერაციები შეზღუდოს, - ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა განაცხადა, რასაც BBC-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღეს, მოსკოვმა გამოაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებებს კიევსა და ჩერნიგოვში მკვეთრად შეამცირებს.

ჩერნიგოვის მერმა, ვლადისლავ ატროშენკომ BBC-ს განუცხადა, რომ აღნიშნული განცხადება კარგი იქნებოდა, "თუ რუსეთის ერთ სიტყვას მაინც ვენდობით".

ატროშენკოს თქმით, გუშინ, რუსეთმა "არაადამიანური საარტილერიო დაბომბვა", რამდენიმე საცხოვრებელი სახლის მიმართ განახორციელა. მისი თქმით, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, ხოლო 35 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ჩერნიგოვი რუსული ძალების მიერ, მთლიანად გარშემორტყმული იყო რუსული ძალების მიერ, რის შედეგადაც ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის გარეშე დარჩა.

,,ხშირად, რუსები ერთს ამბობენ, მაგრამ რეალურად, სხვა რამ ხდება. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად მართალია ეს სიტყვები. ამ მომენტში, ჩვენ ამ სიტყვებს ძალიან ფრთხილად ვეპყრობით", - განაცხადა ატროშენკომ.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე