უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური - კიევის ოლქში ტერიტორიებს ვიბრუნებთ

უკრაინული ძალები რუსეთის ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს იბრუნებენ კიევის ოლქში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქალაქი ირპინის, რომელიც კიევის გვერდით მდებარეობს, თითქმის 95% კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

„ჩვენს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ბევრად უფრო დიდია, ვიდრე იყო რუსული აგრესიის დასაწყისში. ეს არ არის მხოლოდ კიევი და კიევის ოლქი, ჩვენ ახლა ჩერნიგოვისა და ჟიტომირის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვართ", - დასძინა სირსკიმ.

მან დასავლეთს მისი ქვეყნისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

„გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და მრავალი სხვა აღჭურვილობით მომარაგება“, - აღნიშნა მან.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება