ჯო ბაიდენმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ლიდერებმა, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

ჯონსონის თქმით, მათი გადაწყვეტილებების შეწყვეტა არ მოხდება მანამ, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არ დასრულდება.

,,უკრაინის დახმარებისა და მხარდაჭერის აუცილებლობა განვიხილე დღეს, შუადღისას, ჯო ბაიდენთან, ემანუელ მაკრონთან, ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ დრაგისთან ერთად. ჩვენი გადაწყვეტილებების შეწყვეტა არ მოხდება, სანამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არ დასრულდება", - წერს ჯონსონი.

აღნიშნული სატელეფონო საუბარი, ჯო ბაიდენის ინიციატივით, დღეს, რუსეთ-უკრაინას შორის, სტამბოლში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ შედგა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა