უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი - რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა ჩერნობილის ზონაში შეიძლება ასობით მილიონი ევროპელის რადიაციული დაბინძურება გამოიწვიოს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედებებმა ჩერნობილის ზონაში შეიძლება ასობით მილიონი ევროპელის რადიაციული დაბინძურება გამოიწვიოს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„რუსეთის ფედერაცია და მისი მრავალი აგენტი საერთაშორისო ორგანიზაციებში უარყოფენ რუსული ჯარების მიერ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისა და დაგროვების ფაქტებს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის სარკოფაგის ობიექტთან ახლოს. რუსეთის საოკუპაციო ძალების საქმიანობამ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიწვიოს საბრძოლო მასალის აფეთქება, სარკოფაგის დაზიანება და იმ ტერიტორიის რადიაციული დაბინძურება, სადაც ასობით მილიონი ევროპელი ცხოვრობ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, კრემლის მიერ ჩერნობილის ზონის გამოყენება საბრძოლო მასალის ტრანსპორტირებისა და დაგროვებისთვის, ისევე როგორც რუსული ჯარების სამეთაურო პუნქტების განლაგებისთვის, მიზანმიმართულად ხორციელდება, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლიათ სამხედრო ოპერაციების ჩატარება „დახურული ზონის“ ტერიტორიაზე.

„რუსული საბრძოლო მასალის აფეთქების რისკი მაღალია საბრძოლო მოქმედებების გარეშეც, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის, ასევე ძველი და უხარისხო საბრძოლო მასალის მასიური გამოყენების გამო. ასეთი ინციდენტები რეგულარულად ხდება რუსეთის სამხედრო საწყობებსა და არსენალებში მშვიდობიან პერიოდში, რაც კარგად არის ცნობილი“, - აცხადებს უკრაინის გენერალური შტაბი.

ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ