გაერო - ვფიქრობთ, რომ მარიუპოლში, შესაძლოა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული

რუსული ძალების მიერ ქალაქ მარიუპოლის ალყაში მოქცევის შემდეგ დაახლოებით 5 000 ადამიანი, მათ შორის 210 ბავშვი, დაიღუპა, - ამის შესახებ ქალაქის მერის პრესსპიკერმა ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქალაქში არსებული შენობების, მათ შორის საავადმყოფოების, სკოლების, ბაღებისა და ქარხნების, 90%-ი დაზიანებული ან განადგურებულია.

ამასთან, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელის, მატილდა ბოგნერის განცხადებით, ისინი ვარაუდობენ, რომ მარიუპოლში, შესაძლოა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული.

„ვფიქრობთ, რომ მარიუპოლში, შესაძლოა, ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე იყოს დაღუპული“, - აღნიშნა მატილდა ბოგნერმა.

მისი თქმით, მისიას ჯერჯერობით ზუსტი შეფასება არ აქვს, მაგრამ მუშაობს იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია შეაგროვოს.

შეგახსენებთ, ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ 16 მარტს, მარიუპოლის თეატრის დაბომბვის შედეგად 300 ადამიანი დაიღუპა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო