Reuters - ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს განუცხადა, რომ გაზის საფასურის რუბლით გადახდა შეუძლებელია

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს განუცხადა, რომ დასავლელი კლიენტებისთვის შეუძლებელია ბუნებრივი გაზის საფასურის რუსულ რუბლში გადახდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინიტრაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა.

”საფრანგეთი რუბლით გადახდის წინააღმდეგია”, - აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში ჰუმანიტარული სამაშველო მისიის შესასრულებლად, თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მაგრამ დასძინა, რომ ასეთი ნაბიჯის პირობები ჯერ არ არის შექმნილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს