გაეროში რუსეთის ელჩი - დასავლეთის  ანტირუსული სანქციები ისტორიული მასშტაბის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს

დასავლეთის ცალმხრივი ანტირუსული სანქციები ისტორიული მასშტაბის გლობალურ ეკონომიკურ კრიზისს გამოიწვევს, - ამის შესახებ გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსოფლიო სასურსათო ბაზარს საფრთხეს არა რუსეთის ქმედებები, არამედ დასავლეთის სანქციები უქმნის.

„ნამდვილი მიზეზები, რომლებიც საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო ბაზარს, გამოწვეულია არა რუსეთის ქმედებებით, არამედ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაჩაღებული სანქციების დაუოკებელი ისტერიით. თანამშრომლობის მრავალწლიანი არხებიდან რუსეთის ეკონომიკურად, ფინანსურად და ლოგისტიკურად იზოლაციის მცდელობა უკვე იწვევს ისტორიული მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისს, “- აღნიშნა რუსეთის ელჩმა.

მისი თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ მხოლოდ „ცალმხრივ, უკანონო შემზღუდველ ზომებზე უარის თქმას შეუძლია დაძაბულობის შემცირება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში, უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად და საერთაშორისო სასოფლო-სამეურნეო და სურსათის ბაზრების სტაბილიზაციისთვის.“

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა