უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი - უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში მტრის 4 შეტევა წარმატებით მოიგერიეს

გაერთიანებული ძალების ოპერაციის რაიონში ჩვენმა დამცველებმა, გასული დღის განმავლობაში წარმატებით მოიგერიეს მტრის ოთხი შეტევა, - ამის შესახებ გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინულმა სამხედროებმა რუსულ ძალებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს.

„დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინელი დამცველები აგრძელებენ ჩვენი მიწის დაცვას. გაერთიანებული ძალების ჯგუფის სამხედრო მოსამსახურეების ოსტატური მოქმედებების წყალობით, დღის განმავლობაში მტრის ოთხი შეტევის წარმატებით მოიგერიება განხორციელდა. ჩვენმა ჯარისკაცებმა რუს ოკუპანტებს ზარალი მიაყენეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 7 ტანკი, 7 ჯავშანმანქანა და 2 მანქანა, ასევე მოწინააღმდეგის ერთი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი MT-12.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა