საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია - უკრაინის პორტებში სულ მცირე 100 უცხოური სავაჭრო გემია ბლოკირებული

უკრაინის პორტებში სულ მცირე 100 უცხოური სავაჭრო გემი და 1 000-ზე მეტი მეზღვაური - ამ გემების ეკიპაჟის წევრები - არიან ბლოკირებული, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) იტყობინება.

მათივე ცნობით, ეკიპაჟებს საკვების მარაგი ეწურებათ.

„რუსეთის მიერ გაჩაღებული ომისა და რუსეთის საზღვაო ძალების მიერ უკრაინის პორტების ბლოკადის გამო უკრაინის პორტებში უცხო გემები ჩაკეტეს. ახლა უკრაინის ყველა სანაოსნო გზა აზოვისა და შავ ზღვებში რუსეთის კონტროლის ქვეშაა,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერო მოუწოდებს, შეიქმნას უსაფრთხო საზღვაო დერეფნები, რათა უცხოურმა სავაჭრო გემებმა შეძლონ შავი ზღვის აკვატორიიდან ნეიტრალურ წყლებში გადასვლა, ეკიპაჟების სიცოცხლის რისკის გარეშე.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს