რუსებისგან გათავისუფლებულ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ

რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინის ქალაქ ირპენში მოქალაქეებს ნანგრევების ქვეშ ეძებენ, - ამის შესახებ კიევის ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს ყველა იმ ადგილიდან, სადაც საომარი მოქმედებები გრძელდება, ან დასახლებები ოკუპირებულია.

„მხოლოდ კიევის ოლქში, სულ მცირე, 100 000 ადამიანია ევაკუირებული, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით, ასევე კერძო ტრანსპორტით. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით და რაც მთავარია, ეს ხალხი გადავარჩინეთ“,- აღნიშნა ანდრეი ნებიტოვმა.

მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებიც სახლებსა და სარდაფებში რჩებიან. მათ მედიკამენტებით, წყლით, საკვებითა და საწვავით ეხმარებიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო