გაერო - უკრაინაში ომი მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას დააზარალებს

უკრაინაში ომს გლობალური ზეგავლენა ექნება და მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას დააზარალებს, რადგან ბევრი უკრაინელი ფერმერი, რომელიც მსოფლიოს ხორბლის მნიშვნელოვან რაოდენობას აწარმოებს, ახლა რუსებს ებრძვის, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ ბიზლიმ განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენების ფონზე სურსათზე ისედაც მაღალი ფასები მკვეთრად იზრდება.

„უკრაინის ომი იქ მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის „მსოფლიოს პურის კალათას“ პურის რიგებად აქცევს , ხოლო დამანგრეველია ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა ეგვიპტე და ლიბანი, რომლებიც მარცვლეულის დაახლოებით 85% და 81%-ს უკრაინიდან იღებენ“, - აღნიშნა მსოფლიო სასურსათო პროგრამის ხელმძღვანელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა