გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე გამოძიების ფედერალური ბიუროს რეგიონულ სამართლებრივ ატაშეს ანტიკორუფციულ საკითხებში სტივენ იანგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს კორუფციულ დანაშაულზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების სფეროში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

მხარეებმა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს პროკურატურის როლს, უწყებებს შორის კოორდინაციას და საერთაშორისო თანამშრომლობას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს.

ასევე, სტუმრებმა საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებს აშშ-ს კორუფციულ საქმეებზე გამოძიების ჩატარების გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოსა და აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებს შორის არსებულ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ანტიკორუფციული მიმართულებით შესაძლო ერთობლივი აქტივობების თაობაზე მოსაზრებები გაცვალეს”,- აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო