მიხეილ ხიდურელი - „აწარმოე უკრაინისთვის“ კამპანიის დაწყებიდან ერთ თვეში 60 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის მიზნით, მთავრობის ინიციატივითა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, დაწყებული კამპანიის „აწარმოე უკრაინისთვის“ ფარგლებში უკრაინაში მესამე ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, ქართული კომპანიების ძალისხმევითა და აქტიურობით, რომელიც კამპანიის დაწყების დღიდან არ შეწყვეტილა, ერთი თვის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში უკრაინაში 60 ტონა ტვირთის გაგზავნა გახდა შესაძლებელი.

„ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“, რომლის ფარგლებში მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გავაგზავნეთ უკრაინაში. კამპანიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში ჯამში 60 ტონა ტვირთი გავაგზავნეთ და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყოველდღიურად მატულობს ახალი კომპანიების რიცხვი, ვისაც სურვილი აქვს როგორც თავისი პროდუქციით, ასევე საკუთარი ფინანსური სახსრებით შეძენილი პროდუქციით დაეხმაროს უკრაინელ ხალხს. მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ კომპანიას გამოჩენილი თანადგომისა და სოლიდარობისთვის“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

„ტვირთის ტრანსპორტირება და ლოგისტიკა „საქართველოს ფოსტამ“ უზრუნველყო.

კამპანიაში „აწარმოე უკრაინისთვის“ ამ ეტაპზე 61 ქართული კომპანიაა ჩართული, თუმცა მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. კამპანიის ფარგლებში დახმარება გაეწია საქართველოში მყოფ უკრაინელებსაც, რომელთაც სხვადასხვა პროდუქტი გადაეცათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა