თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უკრაინაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი გაგზავნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა უკრაინაში საქველმოქმედო ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში შეგროვებული ტვირთი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ინიციატივით, უკრაინის მოქალაქეთა დასახმარებლად საქველმოქმედო ჰუმანიტარული აქცია 2022 წლის 2 მარტიდან დაიწყო, რომლის ფარგლებში პირველადი მოხმარების ნივთები, მედიკამენტები, ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები შეგროვდა და უკრაინაში გაიგზავნა.

„საქველმოქმედო აქციას თსსუ-ის აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი, სტუდენტები, რეზიდენტები, მკვლევარები და თსსუ-ის კლინიკების თანამშრომლები შეუერთდნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში უკრაინის მოქალაქეებისთვის სისხლის უანგარო დონაცია ხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“