ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მასიეჟ ცურას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერას.

მინისტრმა, ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორგანიზაციასთან მალე ახალი შეთანხმება გაფორმდება, რაც ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო