დმიტრო კულება პოლონეთის პრემიერს - მადლობელი ვარ პოლონეთის, ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვარშავაში იმყოფება, სადაც ის პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ავრცელებს.

კულებას თქმით, პოლონეთი მზადაა, უკრაინას დამატებითი დახმარება აღმოუჩინოს.

„დღეს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ, ვარშავაში მიმიღო. მადლობელი ვარ პოლონეთის, რომ ომიდან გაქცეული უკრაინელების მიმართ ასეთი სტუმართმოყვარეა. პოლონეთი მზადაა, უკრაინას მეტი ჰუმანიტარული, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა გაუწიოს. ეჭვგარეშეა, რომ ნამდვილი მეგობრები გაჭირვებისას ვლინდებიან“, - წერს კულება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო