პროკურორი - არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გელა აბულაძემ, მისმა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ნდობით აღჭურვილმა პირებმა გაყალბებული ცნობების საფუძველზე, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება დაირეგისტრირეს

პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, სასამართლომ საფუძვლიანად გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც, წალენჯიხის საკრებულოს წევრს გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

როგორც პროკურორმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, აბულაძისა და ფიფიას მიმართა პატიმრობის შეფარდების ყველა საფუძველი სახეზე იყო, მათ შორის გათვალისწინებული იქნა ის გარემოება, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ.

“არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ საკრებულოს მოქმედმა წევრმა გელა აბულაძემ, მისმა ოჯახის წევრებმა, ნათესავებმა და ნდობით აღჭურვილმა პირებმა მერის წარმომადგენლის გაყალბებული ცნობების საფუძველზე, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონება დაირეგისტრირეს. კერძოდ, ეს ქონება დაახლოებით 400 000 ლარის ღირებულებისაა, 9 მიწის ნაკვეთია და ფართობი 100 000კვ. მეტრს შეადგენს. სახეზე მოცემულია მთელი რიგი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, მათ შორის, ძველი არქივებიდან ამოღებული დოკუმენტაცია, გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნები, საიდანაც ცალსახად დგინდება, რომ ყალბი ცნობებისა და დოკუმენტაციის საფუძველზე დარეგისტრირდა ეს მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთები ამ პირებზე გაცემული არასდროს ყოფილა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გაატარა რეესტრმა, რეესტრი ამ შემთხვევაში ეყრდნობა მერიიდან გადმოგზავნილ ცნობებსა და დოკუმენტაციას და სწორედაც, რომ მერიის წარმომადგენელს დაუკავშირდა გელა აბულაძე, ცნობებისა და დოკუმენტაციის გაყალბებას ორგანიზება გაუწია”, - განაცხადა მარშანიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წალენჯიხის საკრებულოს წევრ გელა აბულაძეს და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მათთან ერთად დაკავებულ კიდევ 9 პირს კი გირაოს გადახდა შეეფარდათ.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, მერის წარმომადგენელს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ 9 პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გ.ა. დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს სოფელ ეწერის ადმინისტრაციულ ერთეულში და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების მისი ოჯახის წევრებზე, ნათესავებზე და ნდობით აღჭურვილ პირებზე თაღლითური გზით დარეგისტრირებაში დახმარება სთხოვა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება