JYSK-ი რუსეთის ბაზარს სრულად დატოვებს

დანიური კომპანია JYSK-ი რუსეთის ბაზარს მთლიანად დატოვებს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

„რუსეთში JYSK-ის მაღაზიების ოთხი კვირით დახურვის შემდეგ, JYSK მთლიანად დატოვებს რუსეთის ბაზარს“, - განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა იან ბიოგმა.

მისი თქმით, JYSK-ს რუსეთში წარმატებული მუშაობა ჰქონდა, თუმცა კომპანიის მფლობელები ვერ ხედავენ რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის გაგრძელების ალტერნატივას.

აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 31 მარტიდან რუსეთში JYSK-ის მაღაზიები დროებით გაიხსნება გაყიდვების განსახორციელებლად. ნივთების ამოყიდვის შემდეგ მაღაზიები სამუდამოდ დაიხურება.

"JYSK-ის თანამშრომლები მიიღებენ ხელფასს ადგილობრივი რეგულაციების შესაბამისად, როგორც დახურვის ნაწილი", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 3 მარტიდან რუსეთში JYSK-ის ყველა მაღაზია დაკეტილია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა