შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მართლმსაჯულების საკითხებში ევროკომისარს, დიდიერ რეინდერსს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადსა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით განსახორციელებელ რეფორმებზე ისაუბრეს.

მათივე ცნობით, ყურადღება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლო რეფორმის საკითხებზე გამახვილდა.

შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარს საპარლამენტო საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურ მონაწილეობას გააგრძელებს.

საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრების მნიშვნელობას ხაზი გაესვა.

მხარეებმა ასევე, უკრაინაში რუსული აგრესიის შესახებ იმსჯელეს. შალვა პაპუაშვილმა უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა გამოხატა და საქართველოს მიერ უკრაინისადმი ორმხრივ და საერთაშორისო დონეზე გაწეულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

შეხვედრა ბრიუსელში შალვა პაპუაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში ლევან იოსელიანი, მაკა ბოჭორიშვილი და ლევან ქარუმიძე შედიან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა