ვოლოდიმირ ზელენსკი ნორვეგიის პარლამენტს - ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატებს მოუწოდა, დამატებითი შეიარაღება მიაწოდონ უკრაინას და რუსულ ხომალდებს საზღვაო პორტებით სარგებლობის საშუალება არ მისცენ.

ნორვეგიის პარლამენტისადმი მიმართვისას ზელენსკიმ ითხოვა გემსაწინააღმდეგო რაკეტები, Harpoon ტიპის რაკეტები, საჰაერო სარაკეტო სისტემები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.

„ყველა იარაღს, რომლითაც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ, გამოვიყენებთ მხოლოდ ჩვენი და თქვენი თავისუფლების დასაცავად. ამასთან, რუსეთს არ უნდა შეეძლოს თავისუფლად ისარგებლოს მსოფლიო პორტებით. ეს არის გლობალური საზღვაო უსაფრთხოების საკითხი“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის საზღვაო პორტებს ბლოკავს, რაც მეკობრეობას უტოლდება. ზელენსკის თქმით, მთელი კონტინენტის მომავალი ახლა უკრაინაში წყდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს