CNN - შეერთებულ შტატები თვლის, რომ ვლადიმერ პუტინს არასწორ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების მოქმედებების შესახებ

შეერთებული შტატები თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მისი მრჩევლები არასწორ ინფორმაციას აწვდიან უკრაინაში რუსი სამხედროების ქმედებებისა და ქვეყნის ეკონომიკაზე დაწესებული სანქციების გავლენის შესახებ.

ამის შესახებ ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, CNN-ს განუცხადა.

მისი თქმით, პუტინის უფროს მრჩევლებს ძალიან ეშინიათ კრემლის ლიდერისთვის სიმართლის თქმა.

აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მისი ეს შეფასება შეერთებული შტატების დაზვერვის ინფორმაციას ეფუძნება.

CNN-ის ანონიმურმა წყარომ დასძინა, რომ აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პუტინმა გაიგო, რომ მას არასწორ ინფორმაციას აწვდიან, რამაც განხეთქილება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტსა და თავდაცვის მაღალჩინოსნებს შორის.

„ჩვენს ხელთა არსებული ინფორმაციით, პუტინმა იგრძნო, რომ რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს ის შეცდომაში შეჰყავთ. ახლა უწყვეტი დაძაბულობაა პუტინსა და თავდაცვის სამინისტროს შორის, რაც გამოწვეულია კრემლის ლიდერის უნდობლობით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ“, - აღნიშნა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს