ანონსი 31 მარტი

ანონსი  31 მარტი

31 მარტს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებლის უფლებების დაცვის პროგრამის ხელმძღვანელის, ვახტანგ კობალაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონი მიღებულია - რა იცვლება მომხმარებლებისა და ბიზნესკომპანიებისთვის; რა პრობლემები იკვეთება ქვეყანაში მომხმარებლის უფლებების დაცვის კუთხით“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

31 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის თებერვალი

მის: დადიანის #30

31 მარტს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“, „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ და „თავისუფლების ინსტიტუტი“ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

თემა: 3 აპრილის აქცია - „უკრაინისა და ჩვენი თავისუფლების მხარდასაჭერად“.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

31 მარტს, 11:30 საათზე, სამოქალაქო აქტივისტები საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად პარლამენტის წინ, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: ირაკლი ფავლენიშვილი - 596 12 05 54

31 მარტს, 11:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: „საქართველოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის“ ანალიზი.

მის: სასტუმრო „ამბასადორი კაჭრეთი"

31 მარტს, 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი არჩევნებში ჩართულ მხარეებს 2 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შუალედურ ანგარიშს წარუდგენს.

შეხვედრას დაესწრებიან პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მის: თელავის ქ.N20, შერატონ მეტეხი პალასი (შეხვედრების დარბაზი „შხარა“)

საკონტაქტო: თინათინ ძნელაძე - 551 22 66 00

31 მარტს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ეროვნული ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის პროცენტის მატება, რაც საბანკო სესხებზე პროცენტის ნიშნულის ზრდას გულისხმობს.

პარლამენტი (სხდომათა დარბაზთან)

31 მარტს 13:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერ და ეროვნულ მოძრაობაში ჩართულ პირებს უმასპინძლებს.

საქართველოს პარლამენტი (სართული V, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი)

31 მარტს, 13:00 საათზე, პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს.

თემა: რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესი დაიწყო - ანატოლი ბიბილოვის განცხადება, სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკის რუსეთის შემადგენლობაში გაერთიანების შესახებ.

მის: მერაბ კოსტავას 23, სართული 4

საკონტაქტო: 555 50 07 10

31 მარტს, 15:00 საათზე, პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

31 მარტს, 18:30 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ანექსიის საფრთხის შესახებ, ბრიფინგს გამართავს.

მის: მცხეთის ქუჩის 49

31 მარტს, 22:00 საათზე, საქართველოს 30-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება უკრაინის მხადასაჭერად სიმბოლურ პერმორმანსს - #გაანათე საკუთარი სახლის ფანჯრიდან გამართავს.

საკონტაქტო: გიორგი თაქთაქიშვილი - 577 733 444