უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საბავშვო კონცერტი გაიმართა.

ღონისძიების ორგანიზატორი და მონაწილეები ზაპოროჟიიდან და მარიუპოლიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან და კონცერტი ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების შესაძენად თანხების შეგროვებას ისახავს მიზნად.

"არაერთი შემოქმედებითი აქცია გაიმართა, მაგრამ დღეს, რასაც მე ვესწრები ჩემთვის განსაკუთრებულია იმიტომ, რომ ეს კიდე სხვანაირი სოლიდარობა და მხარდაჭერაა. თავად უკრაინელები და მოზარდი თაობა იღებს მონაწილეობას, ამიტომ მე როგორც კი შევიტყვე ამ ღონისძიების შესახებ, ძალიან მოვინდომე, ჩემი დასწრებით ჩემი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ გამომეხატა ხალხის მიმართ, რომლებიც ჩვენთვისაც იბრძვიან და მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის", - განაცხადა ღონისძიებაზე მყოფმა ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ მემანიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს