ლიზ ტრასი - ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან სანქციების სიძლიერით - გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში

დიდმა ბრიტანეთმა ახალი კანონები მიიღო, რომლებიც მიზნად ისახავს "აკრძალოს რუსი ოლიგარქების წვდომა გაერთიანებული სამეფოს საავიაციო და საზღვაო ტექნიკურ სერვისებზე".

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს „აკრძალავს თვითმფრინავების ან გემების ტექნიკურ მომსახურებას, რომლებიც კონკრეტულ სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ან მათ ბიზნესებს ეკუთვნიან“.

ასევე დასტურდება, რომ სანქციები გაძლიერდება რუსი ბიზნესმენების, ევგენი შვიდლერისა და ოლეგ ტინკოვის მიმართ.

”ეჭვგარეშეა, რომ პუტინი და მისი ელიტა გაკვირვებულნი არიან ჩვენი სანქციების სიძლიერით. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას მანამ, სანამ რუსული ჯარები იმყოფებიან უკრაინაში. მიზანში ამოღებული გვაქვს არა მხოლოდ ოლიგარქების ბიზნესი, არამედ მათი აქტივები და ცხოვრების საერთაშორისო სტილი“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრასმა.

მანვე დასძინა, რომ მკაცრი სანქციები უკრაინას დაეხმარება საუკეთესო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევასა და ვლადიმერ პუტინის შეჭრის წარუმატებლობის საბოლოო უზრუნველყოფაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო