მიხაილო პოდოლიაკი - აბრამოვიჩი არის ეფექტური შუამავალი უკრაინასა და რუსეთს შორის

მილიარდერი რომან აბრამოვიჩი უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში "ეფექტურ შუამავლად" ითვლება. როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა და უკრაინელმა მომლაპარაკებელმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, სანქცირებული ოლიგარქი ომში ჩართულ მხარეებს შორის "გაუგებრობის თავიდან აცილებაში ეხმარება".

„მედიასივრცეში დიდი ხანია ცნობილია, რომ ის არის უკიდურესად ეფექტური შუამავალი დელეგაციებს შორის და ნაწილობრივ შუამდგომლობს პროცესს, რათა თავიდანვე გაუგებრობა არ მოხდეს“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

მანვე აბრამოვიჩის უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე, მოლაპარაკებების დროს, მოწამვლის შესახებ ცნობებს "შეთქმულების თეორია" უწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა