დაახლოებით 1000 ადამიანი, რომლებიც რუსეთის მიერ დაფინანსებულ "ვაგნერის" გასამხედროებულ ჯგუფთან არიან დაკავშირებული, ახლა უკრაინის დონბასის რეგიონში იმყოფება - აღნიშნულის შესახებ პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ 30 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა დაინახა, რომ რუსეთი "ბევრად გააქტიურდა" დონბასის რეგიონში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვაგნერის ჯგუფს ახლა დაახლოებით 1000 ადამიანი ჰყავს განთავსებული დონბასში. ჩვენ ვნახეთ, რომ ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ საჰაერო თავდასხმებს დონბასის არეალში“, - დასძინა კირბიმ.
"ვაგნერის კონტრაქტორები იბრძოდნენ დონბასში ბოლო რვა წლის განმავლობაში, ასე რომ, ეს ის სფეროა, სადაც ვაგნერის ჯგუფი გამოცდილია"- აღნიშნა პენტაგონის სპიკერმა.