ვოლოდიმირ ზელენსკი - არავის არცერთი ლამაზ ფრაზას არ ვენდობით,  რეალური ვითარება ბრძოლის ველზე არსებობს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ არ სჯერა რუსეთის მიერ დაპირებული დეესკალაციის.

„ვრცელდება ინფორმაცია კიევიდან და ჩერნიგოვიდან რუსული ჯარების სავარაუდო გაყვანის, ამ მიმართულებით ოკუპანტების აქტივობის სავარაუდო შემცირების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის გაყვანა, არამედ გაძევების შედეგი. ასევე ვხედავთ, რომ ხდება რუსული ჯარების მობილიზება დონბასში ახალი დარტყმების განსახორციელებლად და ჩვენ ვემზადებით ამისთვის. არავისი არ გვჯერა, არ ვენდობით არცერთ ლამაზ ფრაზას. რეალური ვითარება ბრძოლის ველზეა. არაფერს არ დავთმობთ. ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი მეტრისთვის, თითოეული ჩვენი ადამიანისათვის,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს.

"მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ სიტყვებია. ჯერჯერობით არანაირი კონკრეტიკა,"- აღნიშნა ზელენსკიმ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს