ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი - რუსი ჯარისკაცების ნაწილს დაბალი საბრძოლო სულისკვეთება აქვს და უარს აცხადებს ბრძანებების შესრულებაზე

ბრიტანეთის სადაზვერვო სააგენტოს სამთავრობო კომუნიკაციების შტაბის (GCHQ) ხელმძღვანელის, სერ ჯერემი ფლემინგის განცხადებით, რუსი ჯარისკაცების ნაწილი უარს აცხადებს ბრძანებების შესრულებაზე.

„ჩვენ ვნახეთ რუსი ჯარისკაცები - იარაღისა და საბრძოლო სულისკვეთების გარეშე - რომლებიც უარს აცხადებენ ბრძანებების შესრულებაზე, დივერსიას ახდენენ საკუთარ აღჭურვილობაზე და შემთხვევით აგდებენ საკუთარ თვითმფრინავს,“ - აღნიშნა სერ ჯერემი ფლემინგმა, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის და სად მოხდა ეს.

მისი მტკიცებით, სულ უფრო ნათელი ხდება, რომ პუტინი არასწორად აფასებს სიტუაციას.

„სულ უფრო ხშირად ჩანს, რომ პუტინი არასწორად აფასებს სიტუაციას. აშკარაა, რომ მან არასწორად შეაფასა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგობა გადაჭარბებულად შეაფასა რუსი სამხედროების შესაძლებლობები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი აზრით, პუტინის მრჩევლებს ეშინიათ მისთვის სიმართლის თქმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება, არასწორი შეფასებების მასშტაბები რეჟიმისთვის ნათელი უნდა იყოს“, - აღნიშნა სერ ჯერემი ფლემინგმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა