უკრაინის გენერალური შტაბი - ოკუპანტები ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირებას გეგმავენ

უახლოეს მომავალში, მოსალოდნელია, რომ უკრაინული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ცეცხლი გაძლიერდება, იმისთვის, რომ რუსულმა ძალებმა თავიანთი ჯარების გადაადგილება უზრუნველყონ, შემდგომი ამოცანა კი ქალაქ ჩერნიგოვის ბლოკირება იქნება, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსული ძალები აგრძელებენ ხარკოვის ბლოკირებას.

„სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს ხარკოვის ბლოკირებას, ახორციელებს ქალაქის საარტილერიო დაბომბვას. ქალაქ იზიუმის მიდამოში, მტერი ახორციელებს საარტილერიო დანაყოფების მოძრაობას და ქმნის დამრტყმელ ჯგუფებს, კერძოდ, ადრე გაყვანილი ჯარებისაგან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა