ამერიკელი სენატორი - უკრაინაში ომი გადამწყვეტ პერიოდში შედის

უკრაინაში ომი გადამწყვეტ პერიოდში შედის მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ძალისხმევის აღმოსავლეთისკენ ფოკუსირება დაიწყეს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ანგუს კინგმა CNN-ს განუცხადა.

”მომდევნო ორი კვირა ნამდვილად გადამწყვეტი იქნება იმის გამოსავლენად, შეუძლიათ თუ არა უკრაინულ ძალებს შეინარჩუნონ ბრძოლის არაჩვეულებრივი დონე, რომელიც მათ აქვთ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში,” - აღნიშნა კინგმა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, რუსები იწყებენ ყირადღების გამახვილებას აღმოსავლეთისკენ და არსებობს იმის საშიშროება, რომ ისინი ალყაში მოაქცევენ უკრაინულ ჯარებს.

„როგორც ჩანს, რუსები ფოკუსირებას აღმოსავლეთისკენ ახდენენ და არსებობს საშიშროება, რომ ალყაში მოაქცევენ უკრაინულ ჯარებს და არსებითად შეაკავებენ მათ“, - აღნიშნა სენატორმა.

მისი თქმით, პუტინმა, შესაძლოა, უფრო სახიფათო ზომებს მიმართოს, რადგან უკრაინის წარმატებები გრძელდება, მათ შორის გამოიყენოს ის სტრატეგია, რაც ალეპოსა და გროზნოში გამოიყენა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს