უკრაინის შეიარაღებული ძალები - დიდი დანაკარგების გამო რუსები ცდილობენ, არ შემოვიდნენ ჩვენი საჰაერო თავდაცვის ზონაში

დიდი დანაკარგების გამო მტრის ავიაცია თავს არიდებს უკრაინულ ავია მოიერიშეებთან პირდაპირ კონტაქტს და ცდილობს, არ შემოვიდეს ჩვენი საჰაერო თავდაცვის ზონაში, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება.

მათივე ცნობით, ხარკოვის ოლქში საჰაერო თავდასხმების დროს, რუსეთის საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა დაკარგეს ოთხი თვითმფრინავი, Su-34 ტიპის გამანადგურებელი-ბომბდამშენი და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში მტერმა გარკვეულწილად შეცვალა ჰაერში სამხედრო ოპერაციების ჩატარების ტაქტიკა და კონცენტრირება მოახდინა ქვეყნის აღმოსავლეთისკენ. საჰაერო თავდასხმების დროს ხარკოვის ოლქში ოთხი თვითმფრინავი, Su-34 ტიპის გამანადგურებელი- ბომბდამშენი, ასევე ერთი უპილოტო საფრენი აპარატი და ორი ფრთოსანი რაკეტა გაანადგურა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა