შალვა პაპუაშვილმა დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს პრეზიდენტის სახელით ღირსების ორდენი გადასცა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ყოფილ ევროკომისარს, დიმიტრის ავრამოპულოსს საქართველოს პრეზიდენტის სახელით, ღირსების ორდენი გადასცა.

"28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში, შენგენის სივრცეში, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან 5 წელი შესრულდა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხში გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შეტანილი პერსონალური წვლილისათვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის შესახებ დადებითი გადაწყვეტილების მიღებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერას. ამ პროცესში განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი ღვაწლი, რასაც საქართველო გულითადად აფასებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა