სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას შეხვდა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაციას შეხვდა.

სააგენტო „აწარმოე საქართველოს” ცნობით, კრიპტოვაჭრობის სფეროში მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია FTX Crypto Derivatives Exchange-ის დელეგაცია საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა.

მათივე ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით იმყოფებიან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

„FTX Crypto Derivatives Exchange-ის აღმასრულებელ დირექტორს ციფრული ბაზრების მიმართულებით რაიან სელემსა და ციფრული აქტივების ბაზრის ასოციაციის (ADAM) აღმასრულებელ დირექტორ მიშელ ბონდს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი შეხვდა.

შეხვედრაზე მიხეილ ხიდურელმა დელეგაციის წევრებს საქართველოს საინვესტიციო გარემო გააცნო. განიხილეს უპირატესობები, რომელიც ქვეყანას ბიზნესპროცესების დისტანციურად მიწოდებასა და IT მიმართულებით აქვს.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის უპირატესობებზე და ხაზი გაუსვა ადამიანური კაპიტალის კუთხით ქვეყანაში არსებულ რესურსებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს